გჭირდება კონსულტაცია?

555 582 239

შეარჩიეთ ეზოს ავეჯი და შექმენით სიმყუდროვე თქვენს სახლში

პროდუქცია

გარე ავეჯის შერჩევის პროცესი

გარე ავეჯის შერჩევამდე ყურადღება უნდა გავამახვილოთ ჩვენს სურვილებზე. თანამედროვე სტილთან ერთად, ის უნდა იყოს პრაქტიკული ყოველდღიურობაში და ამასთანავე, არ საჭიროებდეს განახლებას უახლოეს მომავალში. დამეთანხმებით, რომ გარე საცხოვრებელი ფართი ექვემდებარება გარემო პირობებსა და ამინდს, ამიტომ აუცილებელია, შერჩეული ავეჯი იყოს გამძლე და არ განიცადოს დეფორმაცია. სწორედ ამ სტანდარტების გათვალისწინებით, ჩვენ ვამზადებთ უნიკალური ხარისხის ეზოს ავეჯს, რომელიც ნებისმიერი ამინდისა და ტემპერატურის მიმართ შეინარჩუნებს გამძლეობას და  ამასთანავე, იქნება თქვენს სტილზე მორგებული.

რატომ უნდა შეიძინოთ ჩვენთან?

ჩვენი კოლექცია საკმაოდ მრავალმხრივია. წარმოგიდგენთ ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ევროპული და ქართული მასალებისგან დამზადებულ ეზოსა და ბაღის ავეჯს, რომლის შერჩევაც მხოლოდ თქვენს გემოვნებასა და სტილზეა დამოკიდებული. ამასთანავე ჩვენი სამუშაო პრინციპი მთლიანად მორგებულია თქვენს ინტერესებზე, რადგან ავეჯის აწყობა თქვენი სურვილისამებრ, ქართულ და უცხოურ ბაზარზე არსებული ნებისმიერი მასალისგან შეგვიძლია. ეს კი დიდი უპირატესობაა, რადგან არჩვევანში შეზღუდულები არ ხართ. ამას გარდა, ჩვენ ორიენტირებულები ვართ მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო შედეგზე, სწორედ ამიტომ, ბაზარზე, კმაყოფილი მომხმარებლების სიმრავლით გამოვირჩევით.

ეზოს ავეჯის როლი ჩვენს ყოველდღიურობაში

სწორად შერჩეული ეზოს ავეჯი ძალიან მნიშვნელოვანია მყუდრო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად. ეს არის სივრცე, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ყოველდღიურად გვქონდეს კავშირი ბუნებასთან, მივირთვათ ყავა სუფთა ჰაერზე და მოვკალათდეთ კომფორტულ სავარძელში. ავეჯი კი, რომელიც ჩვენს ეზოსა თუ ბაღში უნდა განთავსდეს, ის მთავარი ატრიბუტია, რომელიც ამ ჯადოსნურ ადგილს ჰარმონიულ ხასიათსა და სიმყუდროვეს მატებს. საკუთარი სახლების უპირატესობა ხომ სწორედ ამაში მდგომარეობს. ერთის მხრივ, ჩვენს მიერ შერჩეული გარე ავეჯი ხაზს უსვამს ჩვენს ინდივიდუალიზმსა და სტილს, მეორეს მხრივ კი, ვქმნით კომფორტულ მოსასვენებელ სივრცეს ჩვენს სახლში.
დიდი ფუფუნებაა, როცა შეგვიძლია საკუთარი სურვილები თანხვედრაში მოვაქციოთ ჩვენს საჭიროებებთან და ეზოს ავეჯი ჩვენი გემოვნებისა და სტილის გათვალისწინებით შევარჩიოთ. სწორედ ამით გამოვირჩევით ჩვენ, რადგან პროდუქციას ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის მასალებითა და ტექნიკით. გარდა ამისა, თუ ავეჯის სტილსა და დიზაინზე ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდით, გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც თქვენს საჭიროებებსა და სურვილებს კიდევ უფრო გამოკვეთს.

რისგან შედგება ეზოს ავეჯი?

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ თანამედროვე სტილთან ერთად, ეზოს ავეჯი უნდა იყოს ფუნქციური და კომფორტული. ჩვენი კოლექცია კი ამ მხრივ, საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია. კლასიკურად, ის შედგება მაგიდისა და სკამებისგან, რომლის მასალის, დიზაინის, ფერისა და სტილის შერჩევა მხოლოდ თქვენს ნება-სურვილზეა დამოკიდებული. გვაქვს ასევე წარმოდგენილი რბილი ავეჯი, მათ შორის ჰამაკი, რომელიც გარე სივრცეში განსაკუთრებულ სიმყუდროვესა და ატმოსფეროს ქმნის.
ზაფხულის სეზონზე საკმაოდ ტრენდულია საქანელა-სარწეველები, რბილი დივნები და კომფორტული სავარძლები, რომლის შერჩევაც მოცემულ კოლექციაში შეგიძლიათ. გამწვანებული ეზოსა და მცენარეების შემთხვევაში კი, უპირატესია ნატურალური ხის ავეჯი, რომელიც იდეალურად ერწყმის ბუნებასა და ლანდშაფტის ნებისმიერ დიზაინს.